Georgia Maintains Tier 1 Status, Increases Victim Assistance in Fight Against Human Trafficking (June 16, 2009)
On Tuesday, June 16th, Secretary of State Hillary Clinton and Senior Advisor to the Secretary and Ambassador-at-large to Monitor and Combat Trafficking in Persons Luis de Baca released the 2009 Trafficking in Persons Report. For the third year in a row Georgia was placed on Tier 1, which means Georgia fully complies with the minimum standards for the elimination of trafficking. Georgia retained its Tier 1 ranking in part because the government has significantly increased its victim assistance funding to $250,000 and modestly increased the number of victims assisted by government-funded programs. The government also provided $150,000 in funding for the support of two trafficking shelters that provided full victim assistance, including medical aid, psychological counseling, and legal assistance. The government continued to implement a formal mechanism for its officials to identify and refer victims for assistance. All convicted trafficking offenders were given adequate prison sentences.
The Department of State is required by law to submit a report each year to the U.S. Congress on foreign government's efforts to eliminate severe forms of trafficking in persons. The report also raises awareness, highlights best practices, and inspires governments to take action against trafficking.
__________________________________________________________________
საქართველო – მოკლე მიმოხილვა ¬- ადამიანებით ვაჭრობის შესახებ 2009 წლის ანგარიში
--------------------------------
საქართველო (1-ლი ჯგუფი)
--------------------------------
საქართველო არის ქალებით და გოგონებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წარმოშობის ადგილი და ასევე სატრანზიტო ქვეყანა. ქალები და გოგონები ქვეყნიდან გაჰყავთ თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. უკრაინიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან ქალები და გოგონები საქართველოს გავლით გაჰყავთ თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და დასავლეთ ევროპაში. ადგილი აქვს მამაკაცებით და ქალებით ვაჭრობას იძულებითი შრომის მიზნით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებზეც არ ვრცელდება მთავრობის კონტროლი, მამაკაცთა და ქალთა ტრეფიკინგს ადგილი აქვს იძულებითი შრომის მიზნით. საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს. მთავრობამ მნიშვნელოვნად, 250, 000 აშშ დოლარამდე, გაზარდა მსხვერპლთა დახმარების დაფინანსება, ხოლო უმნიშვნელოდ გაიზარდა სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელებულ პროგრამებში ჩართულ ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა. ამასთან, ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ყველა ბრალდებულს სათანადო სასჯელი შეუფარდეს. რეკომენდაცია საქართველოსთვის: მსხვერპლთა დახმარების პროგრამების დაფინანსების გაგრძელება; იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობის, ასევე იმ მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდა, რომლებიც დახმარებას ღებულობენ; უზრუნველყოფილ იქნას, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი არ დაჯარიმდნენ, ან სხვა სახით არ დაისაჯონ იმ უკანონო ქმედებებისათვის, რომელთა განხორციელება უშუალოდ განპირობებული იმ გარემოებით, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ; და კვლავ დიდი ძალისხმევა მოხმარდეს იძულებითი შრომისა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით განხორციელებულ ტრეფიკინგში ბრალდებულთა საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და მსჯავრის დადებას. სისხლის სამართლებრივი დევნა ---------------- საქართველოს მთავრობამ ადექვატური სამართალდაცვითი ძალისხმევა წარმართა საანგარიშგებო პერიოდში. 2006 წლის აპრილში მიღებული კანონი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ითვალისწინებს 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. აღნიშნული სასჯელი საკმაოდ მკაცრია და შეესაბამება სხვა მძიმე დანაშაულობებს, როგორიცაა გაუპატიურება. 2008 წელს მთავრობამ გამოიძია ტრეფიკინგის 14 საქმე, ხოლო 2007 წელს – 37 საქმე. უფლებამოსილმა ორგანოებმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს 10 პირის წინააღმდეგ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის განხორციელების გამო, ხოლო 2007 წელს მათი რაოდენობა 18 პირი იყო. ათივე ბრალდებულს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; არც ერთ მათგანს არ შეეფარდა პირობითი სასჯელი. საშუალოდ სასჯელის ზომა განისაზღვრა 14-დან 15 წლამდე; 2008 წელს ტრეფიკინგში 2 ბრალდებულს შეეფარდა 30 წელი. არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც მთავრობის მხრიდან არ არსებობს რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ ადამიანებით ვაჭრობაში. დაცვა ---------------- საქართველო განაგრძობდა მსხვერპლთა ადექვატური დახმარების გაწევას საანგარიშგებო პერიოდში. მთავრობამ გამოყო 150, 000 აშშ დოლარი ტრეფიკინგის მსხვერპლთა ორი თავშესაფრის დასახმარებლად, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლთ სრულ დახმარებად უწევდნენ, მათ შორის სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ დახმარებას; მსხვერპლთა დახმარება არ იყო დამოკიდებული სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე. მთავრობამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) დაადგინეს 21 მსხვერპლი 2008 წელს, რაც 2007 წელთან შედარებით ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას წარმოადგენს. მთავრობამ თავშესაფარი მისცა და კომპლექსური დახმარება შესთავაზა 10 მსხვერპლს, ხოლო 2007 წელს – 12 მსხვერპლს. 2008 წელს ტრეფიკინგის 5 მსხვერპლს მთავრობამ ასევე გადასცა ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 600 აშშ დოლარის ოდენობით. საქართველომ ალტერნატიული სამართლებრივი დახმარება შესთავაზა ტრეფიკინგის მსხვერპლ უცხოელებს და არ გადაჰყავდა ისინი იმ ქვეყნებში, სადაც მათ სირთულეები შეხვდებოდათ ან შურს იძიებდნენ მათზე. მსხვერპლს ურჩევდნენ, რომ დახმარება გაეწია სამართალდამცავი ორგანოებისათვის გამოძიებისას და სისხლის სამართლებრივი დევნის დროს; საანგარიშგებო პერიოდში 15-მა მსხვერპლმა გაუწია დახმარება სამართალდამცავ ორგანოებს. ზოგადად, არ ხდებოდა მსხვერპლის დასჯა იმ უკანონო ქმედებებისათვის, რომელიც ტრეფიკინგის უშუალო შედეგი იყო. პრვენცია ---------------- საქართველო განაგრძობდა ძალისხმევის წარმართვას ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფართო საზოგადოებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარების გზით, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ჟურნალისტებთან, და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვით. საანგარიშგებო პერიოდში მთავრობამ ტრეფიკინგის შესახებ დაახლოებით 300, 000 ბუკლეტი გაავრცელა საზღვრებზე. მთავრობამ განაგრძო ძალისხმევის წარმართვა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგზე მოთხოვნის შესამცირებლად, რისთვისაც მან ჩაატარა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლის დროსაც ხაზგასმული იყო საქართველოს კანონმდებლობიდან ის დებულებები, რომელთა მიხედვითაც შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით.
See also http://www.state.gov/g/tip/rls/tiprpt/2009/index.htm




