Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა
ვაკანსიები
საელჩოს დასვენების დღეები
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები

დიპლომატიური მისია

ამერიკის ელჩი საქართველოში

ამერიკის ელჩი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მისი მოვალეობაა აშშ-ს დიპლომატიური მისიის წარმართვა საქართველოში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისათვის. მისი ძალისხმევა მიმართულია აგრეთვე იქით, რომ საქართველოში უფრო მეტად გასაგები იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური ინტერესები, და პირიქით, აშშ-ს პოლიტიკოსებს მიეწოდოს საქართველოში არსებული სიტუაციის სწორი და ნათელი სურათი.

ელჩს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, ელჩის არყოფნის დროს საქართველოში, ენიჭება ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური ტიტული. ამჟამად, მისიას სათავეში უდგას აშშ-ს ელჩი საქართველოში ბ-ნი ჯონ ფ. ტეფტი.



საელჩოს შემადგენლობა

საელჩოს შემადგენლობაში შედის ადმინისტრაციული, პოლიტიკურ-ეკონომიკური, საკონსულო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებები. გარდა ამისა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების, დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის პროგრამებს. სამხედრო ატაშე პასუხისმგებელია განახორციელოს სამხედრო თანამშრომლობის პროგრამები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად.


ზემოთ ^

Embassy of the United States