Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  

ა.შ.შ. მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები საქართველოში

ა.შ.შ.-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მეშვეობით ა.შ.შ.-ს მთავრობა საქართველოში ახორციელებს შემდეგი სახის აკადემიური და პროფესიული განათლების გაცვლით პროგრამებს:

პროგრამები საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის

1. საშუალო სკოლების ურთიერთობის პროგრამა
2. მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა

პროგრამები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

3. თავისუფლების მხარდამჭერი აქტის სტუდენტური პროგრამა
4. ედმუნდ ს. მასკის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტთა სტიპენდიის პროგრამა

პროგრამები მასწავლებლებისთვის, ლექტორებისა და მკვლევარებისთვის

5. პარტნიორები განათლების სფეროში
6. საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოების პროგრამა
7. უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამა
8. ფულბრაიტის პროგრამა ქართველი და ამერიკელი მკვლევარებისთვის და ამერიკელი უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტებისთვის

პროგრამები პროფესიონალთათვის

9. თავისუფლების მხარდამჭერი აქტის თანამედროვეობის საკითხების სტიპენდიის პროგრამა
10. ჰიუბერტ ჰ. ჰამპრის პროგრამა. საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა
11. ბორლაუგის პროგრამა


პროგრამების აღწერა

საშუალო სკოლების ურთიერთობის პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკულ და ქართულ სკოლებში უფროსკლასელთა და მასწავლებელთა გაცვლას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ა.შ.შ.-ს საელჩოს.

მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა უფროსკლასელთათვის წარმოადგენს ა.შ.შ.-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამას ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 რესპუბლიკის (ევრაზია) საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის. პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების სტიპენდიით უზრუნველყოფას ა.შ.შ.-ში გასამგზავრებლად, ამერიკულ სკოლებში ერთი აკადემური წლის მანძილზე სწავლებას და ამერიკულ ოჯახში ცხოვრებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ACCELS-ს ტელეფონზე: 29 21 06.

თავისუფლების მხარდამჭერი აქტის სტუდენტური პროგრამა სტიპენდიით უზრუნველყოფს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს. პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან სწავლებას ა.შ.შ.-ში სხვადასხვა სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით IREX-ს ტელეფონზე: 29 19 05.

ედმუნდ ს. მასკის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტთა სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში ხდება დ.ს.თ.-ს ქვეყნების გამორჩეულ მოქალაქეთა შერჩევა, რომლებიც მიიღებენ სტიპენდიას ა.შ.შ.-ში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად და პროფესიული განვითარებისთვის. სტიპენდიით ჯილდოვდებიან დამწყები და უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტები. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს დ.ს.თ.-ს ქვეყნებში ინტენსიური აკადემიური და პროფესიული მომზადების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ACCELS-ს ტელეფონზე: 29 21 06.

პარტნიორები განათლების სფეროში. პროგრამა ითვალისწინებს დ.ს.თ.-ს შერჩეული რეგიონებიდან დაახლოებით რვა მასწავლებელთა და ხელმძღვანელთა ჯგუფის ჩაყვანას ამერიკის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. პროგრამა აგრეთვე ახორციელებს ამერიკელ მასწავლებელთა საპასუხო ორკვირიან ვიზიტს დ.ს.თ.-ს იმ სკოლებში, საიდანაც წარმოდგენილნი იყვნენ პროექტში მონაწილე მასწავლებლები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ACCELS-ს ტელეფონზე: 29 21 06.

საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოების პროგრამა არის ეროვნული დაჯილდოებისა და გაცვლის პროგრამა, რომელიც გამოავლენს და აჯილდოებს საუკეთესო მასწავლებელს საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ACCELS-ს ტელეფონზე: 29 21 06.

უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამა გამიზნულია პროფესიული განვითარებისთვის და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, რომელთაც გააჩნიათ მკვლევართა და ინსტრუქტორთა აღზრდის დიდი პოტენციალი, შექმნან და განავითარონ ახალი კურსები; სრულყონ პედაგოგიური შესაძლებლობები, მიიღონ მეტი ინფორმაცია არჩეულ დარგში და ადგილობრივ და უცხოურ ინსტიტუტებს შორის მიმდინარე გაცვლებსა და ურთიერთობებში შეასრულონ შუამავლის როლი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ACCELS-ს ტელეფონზე: 29 21 06.

ფულბრაიტის პროგრამა ქართველი და ამერიკელი მკვლევარებისთვის საშუალებას აძლევს დოქტორის ხარისხის მფლობელ ქართველ მკვლევარებს ა.შ.შ.-ში განახორციელონ 5-10 თვიანი კვლევითი ან სასწავლო პროექტები. ფულბრაიტის პროგრამა საშუალებას აძლევს ამერიკელ მკვლევარებსა და უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტებს განახორციელონ თავიანთი კვლევითი ან სასწავლო პროექტები საქართველოში. ქართული უნივერსიტეტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმასპინძლონ ფულბრაიტის პროგრამის ამერიკელ მკვლევარებს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდნენ ა.შ.შ.-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.

თავისუფლების მხარდამჭერი აქტის თანამედროვეობის საკითხების სტიპენდიის პროგრამა არის ღია კონკურსი, რომელიც განსაკუთრებული დამსახურების საფუძველზე არჩევს სახელმწიფო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერებსა და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებში მიმდინარე გარდაქმნებში. ყველა სტიპენდიანტი ჩაატარებს მოკვლევას, რათა ხელი შეუწყოს დ.ს.თ.-ს ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით IREX-ს ტელეფონზე: 29 19 05.

ჰიუბერტ ჰ. ჰამპრის სტიპენდია უზრუნველყოფს კარიერის შექმნის პროცესში მყოფ ქართველ პროფესიონალთა სწავლებას ა.შ.შ.-ს უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ისინი დაესწრებიან ერთ აკადემიურ წელს და მიიღებენ სათანადო პროფესიულ გამოცდილებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ა.შ.შ.-ს საელჩოს.

საზოგადოებრივი კავშირების პროგრამა ქართველ სპეციალისტებს სთავაზობს 3-5 კვირიანი პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობას ა.შ.შ.-ში. პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან. ერთი მათგანი განკუთვნილია კომერციული მეწარმეებისთვის, რომლებიც უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. ხოლო პროგრამის მეორე ნაწილი განკუთვნილია საერთო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომელთაც ა.შ.შ.-ში ყოფნის დროს მოემსახურებათ თარჯიმანი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Project Harmony-ს ტელეფონზე: 25 23 29.


ზემოთ ^

Embassy of the United States