29 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ტეფტი ეწვია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს, სადაც იგი დაესწრო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უშიშროების პროგრამის 2007 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიალს. 2006 წლიდან ამ პროგრამას ფინანსურ დახმარებას უწევს სახელმწიფო დეპარტამენტი, 2001 წლიდან 2006 წლამდე კი პროგრამას აფინანსებს ამერიკული კორპორაცია RAND-ი. ელჩმა პირადად გადასცა სერთიფიკატები კურსდამთავრებულებს, მათ შორის სხვადასხვა სამთავრობო უწყების საჯარო მოხელეებს, რომელთაც გამოიჩინეს საერთაშორისო პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების შესწავლის დიდი ინტერესი. ელჩმა ტეფტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორს დოქტორ ალექხ რონდელს და ფონდის წევრებს განვლილი პერიოდის განმავლობაში პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის. ელჩმა ხაზი გაუსვა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მნიშვნელობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის ავანგარდისტულ როლს ახალგაზრდა პროფესიონალთა წინსვლაში. Gგამოსვლის დასასრულს ელჩმა აღნიშნა, რომ ფონდის მოღვაწეობის აღიარების კარგი მაგალითია ფონდის აღმასრულებლი ვიცე-პრეზიდენტის თემურ იაკობაშვილის დაწინაურება რეინტაგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.
|