დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა. აშშ-ს ყოველთვის მიაჩნდა და მიაჩნია, რომ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი სეპარატისტული კონფლიქტი უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს. მართლაც, კოსოვოს სიტუაცია განსაკუთრებული შემთხვევაა და იგი არ ქმნის პრეცედენტს სხვა რომელიმე რეგიონისათვის, მათ შორის არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებისთვის საქართველოში.
სხვადასხვა ფაქტორების უჩვეული კომბინაცია კოსოვოში მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს კონკრეტულ რეზოლიციას, რომელიც ითვალისწინებდა კოსოვოს სტატუსის განსაზღვრის პროცესსა და გაეროს გარდამავალი ადმინისტრაციის გახანგრძლივებულ პერიოდს. Gგაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუცია მიზნად ისახავდა კოსოვოს მომავალი სტატუსის განსაზღვრას პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, და ასევე ითვალისწინებდა დამოუკიდებლობის შესაძლებლობას. ყოველივე ამით კოსოვო ძირეულად განსხვავდება ყოველი სხვა არსებული შემთხვევისაგან.
სრულიად საპირისპიროდ, 1993 წლიდან მოყოლებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეგულარულად გამოქვეყნებული ყველა რეზოლიცია საქართველოს შესახებ, მათ შორის 2007 წლის ოქტომბრის 1781 რეზოლუცია, ადასტურებს აშშ-ს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა სხვა წევრის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრის მნიშვნელობას ერთიანი საქართველოს ფარგლებში ზემოთ აღნიშნული პრინციპების საფუძველზე.
კოსოვოშიAბოლოდროინდელი მოვლენების განვითარების ფონზე ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოების ყველას წევრს თავი აარიდონ საჯარო განცხადებებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შუქმნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესაძლებლობას. ამ კონფლიქტების ნებისმიერი სხვა და არა მშვიდობიანი კომპრომისით მოგვარების მცდელობა ქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევის რისკს კავკასიის მთელ რეგიონში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს კვლავ დაადასტურონ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არაერთგზის მიღებული რეზოლუციების შესაბამისად.
|