Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

2005 წლის 21 დეკემბერი

სენატის რეზოლუცია 344 მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმას და ამ რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში წარმატებულ და მშვიდობიან რეინტეგრაციას

ბ-მა მაკ-კეინმა (ბ-ნ ლუგარის, ბ-ნ ბრაუნბეკის, ბ-ნ რეიდისა და თავისი სახელით) წარადგინა რეზოლუცია, რომლის განხილვის შედეგად, შეთანხმდნენ შემდეგზე:

სენატის რეზოლუცია 344

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა სოციალუსტური რესპუბლიკების კავშირის ოფიციალური დაშლის შედეგად საქართველო საერთაშორისოდ იქნა აღიარებული დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და იქ მიმდინარე რეფორმების პროცესს;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ აშშ კვლავ ადასტურებს თავის მხარდაჭერას აჭარის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი და საქართველოს ამ რეგიონში დემოკრატიისა და პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისადმი;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ 1991-1992 წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად, საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმი გაბატონდა – რამაც გამოიწვია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უკიდურესი გაღარიბება, ამ მხარის მილიტარიზაცია და ორგანიზებული დანაშაულის აყვავება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამშვიდობო გეგმა;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან მიმართებით წარსულში გაწეული ძალისხმევის დროს შეცდომები იქნა დაშვებული;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც ეხება დემილიტარიზაციას, ურთიერთნდობის შექმნის მეთოდებს, საქართველოს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ავტონომიის უფლებით რეინტეგრაციისას სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მათი უფლებების დაცვისაკენ მიმართულ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ნაბიჯებს;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ 2005 წლის იანვარში სტრასბურგში (საფრანგეთი) გამართულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ დაადასტურა სამშვიდობო შეთანხმების მთავარი პრინციპები;

მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის პრინციპებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სამშვიდობო გეგმა ოფიციალურად შეთავაზებულ იქნა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე 2005 წლის 27 ოქტომბერს; და მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტს, რომ 2005 წლის 6 დეკემბერს ლიუბლიანაში (სლოვენია) გამართულ თავის მინისტრთა საბჭოს 13-ე შეხვედრაზე ეუთომ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმა; იქ აღინიშნა, აგრეთვე, შემდეგი: “მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისაკენ საქართველოს მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მიგვაჩნია, რომ ბოლოდროინდელი შემოთავაზებები, კერძოდ კი, ‘სამშვიდობო გეგმა’, რომელიც ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს 59-ე გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ და მხარეების მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საფუძველი იქნება”.
აქედან გამომდინარე, დადგინდეს, რომ სენატი –
(1) იწონებს საქართველოს მთავრობის ხედვასა და მის მტკიცე ძალისხმევას, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენაა მიმართული;
(2) მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას;
(3) მოუწოდებს ეუთოს ყველა მონაწილე მხარეს პატივი სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომლის შედეგადაც შეიძლება – პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით – მოხდეს ძალის გამოყენება ან შეიქმნას ძალის გამოყენების საფრთხე, და დაიცვან სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი.
(4) მხარდაჭერას აღუთქვავს საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის რეგიონის მშვიდობიან კონტროლსა და იქ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების აღდგენას – რადგანაც ეს ქმედებები მიჩნეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის შესაძლებლობად;
(5) მოუწოდებს აშშ-ს გააძლიეროს თავისი ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით დაბრუნების მხარდასაჭერად – მათ შორისაა ის ძალისხმევაც, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საქმეში საერთაშორისო საზოგადოებრიობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, უეთოს, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მეტი ჩართვის მხარდასაჭერადაა მიმართული; და
(6) მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს და კვლავაც ყურადღებით დააკვირდება სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, რომელიც მოიცავს, აგრეთვე, სამშვიდობო გეგმის მიღების შემთხვევაში, მასში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ყველა მხარის მიერ.

ინგლისურად

ზემოთ ^

Embassy of the United States