2006 წლის 17 ივნისს სამხრეთი ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ აშშ-ს ელჩი ესწრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს, ხოლო 2006 წლის 9 ივნისს სამხრეთ ოსეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ აშშ-ს ინსტრუქტორები, არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც აშშ-ს საელჩომ უკვე განაცხადა 2006 წლის 24 მაისს, აშშ-ს ელჩი არ ესწრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს. აშშ-ს არ ჰყავს ინსქტრუქტორები ან კონსულტანტები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის ესკალაციას. აშშ მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში.
აშშ-ს საელჩოს პრესის განყოფილება მზად არის დახმარება გაუწიოს ყველა დაინტერესებულ მხარეს საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და გადამოწმებაში.
ამოსაბეჭდი ფორმატი
|