Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

25 ოქტომბერი, 2007 წ.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმოდ გახსნიან სადახლოს გამშვებ პუნქტს

 

თბილისი – 25 ოქტომბერს აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ბადრი ბიწაძე საზეიმოდ გახსნიან სადახლოს გამშვებ პუნქტს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გამშვები პუნქტი საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე.

სადახლოს გამშვები პუნქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს როგორც სატვირთო საშუალებებით კომერციული ტვირთების შემოსვლას საქართველოში, ასევე საექსპორტო ტვირთების მოძრაობას სომხეთში და მგზავრების მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის.

ახალი გამშვები პუნქტი არის ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამის ერთ-ერთი პროექტი, რომლის ღირებულება 2.2 მილიონი ამერიკული დოლარია. ამ ახალი პუნქტის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს საბაჟოსა და სასაზღვრო პოლიციაში ახალი და თანამედროვე პროფესიული ინსპექტირების პროცედურების დამკვიდრებას. ამასთან, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გაწეული დახმარებისა, რომელიც საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამის საშუალებით ხორციელდება.

პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერთა კორპუსის მეშვეობით. კონტრაქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანია არტ სტუდიომ შეასრულა. პროექტის განხორციელებას 18 თვე დასჭირდა.

საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება ახორციელებს. ეს პროგრამა 1998 წლიდან არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაფინანსება და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებას. პროგრამის უპირველესი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, რომ მან შეძლოს ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების უკეთ გაკონტროლება.


ზემოთ ^



სადახლოს გამშვები პუნქტი – ადრე


სადახლოს გამშვები პუნქტი – დღეს
Embassy of the United States