ბოლო პერიოდის ქართულ და რუსულ საინფორმაციო საშუალებეში გავრცელდა ინფორმაცია ამერიკელი სამხედრო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის შესახებ ბათუმის აეროპორტში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი ბათუმის აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობებისა და თვითმფრინავის საავარიო დაშვების შემთხვევაში მისი მზაობის შესასწავლად.
ინფორმაცია არასწორია იმის შესახებ რომ იგივე ჯგუფი შეისწავლიდა აზერბაიჯანში გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შესაძლებლობას. ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფს არანაირი კავშირი არა აქვს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების შესაძლო განლაგებასთან ევროპაში.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|