Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

17 აგვისტო, 2007 წ.

აშშ-ს საელჩოს განცხადება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის შესახებ

 

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მნიშვნელოვან და სანდო ანგარიშზე, სადაც შეფასებულია 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო სივრციდან სამხედრო თვითმფრინავის შეჭრის ფაქტი და აღნიშნულია AS-11 ტიპის ანტირადარული რაკეტის ჩამოვარდნა. აშშ-მ ევროპის სარდლობიდან ორი ტექნიკური ექსპერტი მოავლინა შვედ, ლიტველ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად სამუშაოდ.

ამერიკის შეეთებული შტატები თხოვს საერთაშორისო სახოგადოებას ყურადღება გაამახვილოს ამ ანგარიშზე და მხარი დაუჭიროს სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ქმედებებს სამხედრო დაძაბულობის შემცირების მიზნით. ამ ქმედებებს შორისაა როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგი და ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობას საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან. საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა ჯგუფის თხოვნა გაცნობოდნენ არსებულ ნივთ-მტკიცებებს, მათი არსებობის დამადასტურებელ ადგილებსა და საშუალებებს.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, სადაც ამოსავალი წერტილი იქნება ავტონომიური სამხრეთ ოსეთი ერთიანი საქართველოს ფარგლებში.

აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებში.

6 აგვისტოს თავდასხმა ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის რეკომენდაციები, რომლებიც 11 მარტს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთის ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.

ზემოთ ^

Embassy of the United States