6 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე
აშშ გმობს 6 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველო ამ თავდასხმის შემდეგ აგრძელებს თავშეკავების გამოჩენას და მოვუწოდებთ, რომ სასწრაფოდ გაირკვეს ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტები, ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს სრულად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობისა და ეუთო-ს მიერ წარმოებულ გამოძიებასთან.
საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან სიახლოვე და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა კონფლიქტის ზონის თავზე მიუთითებს, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ სწრაფვის გადაუდებელი აუცილებლობა. ამ უკანასკნელი თავდასხმის ფონზე მოვუწოდებთ რუსეთსა და საქართველოს გააძლიერონ კონსტრუქციული ქმედება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მსგავსი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ აღარ განხორციელდეს, გათვალისწინებულ იქნა გაეროს საგამოძიებო ჯგუფის მიერ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 11 მარტს განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიღებული რეკომენდაციები. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონში სწრაფი ტემპით განხორციელდეს ნდობის აღდგენის ღონისძიებები, გაიზარდოს ეუთო-ს მიერ რეგიონის მონიტორინგი და როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგი. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ძალისხმევას ჩართოს ყველა მხარე სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის პროცესში საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში.
|