ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი (USDA) უკვე მეორედაა აგრობიზნესის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის საქართველოში ვიზიტის სპონსორი. 2007 წ. 11-15 ივნისს თხუთმეტამდე ამერიკული კომპანია ეწვევა საქართველოს. მისიის ხელმძღვანელია USDA-ს საერთაშორისო განყოფილების ადმინისტრატორი ქალბატონი კონსტანს ჯექსონი.
თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი (TBSC) და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham Georgia) მხარს უჭერენ ამ მისიას, რომლის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ვაჭრობასა და ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, ისეთი როგორიცაა მცენარეთა გენეტიკა, გადამამუშავებელი დანადგარები, ფერმის ცხოველების გენეტიკა, სასმელები და მზა სასურსათო პროდუქტები.
აღმიშნული მისიის ფარგლებში შედგება იმ ქართველი ბიზნესმენების შეხვედრები ამერიკელ ბიზნესმენებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობით. ჩატარდება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლების პრეზენტაციები და საუბრები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
შარშანდელი მისიის შედეგად განხორციელდა აგრობიზნესის პროდუქტების ექსპორტი საქართველოდან ამერიკაში და პირიქით. ერთ-ერთი ამერიკული კომპანია აფუძნებს მუდმივ წარმომადგენლობას საქართველოში. მეორე ამერიკული კომპანიის დახმარებით დაგეგმილია საქონლის ხელოვნური განაყოფიერების ორი ცენტრის მშენებლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკება ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებელ და გადამამუშავებელ სამ ქართულ კომპანიას შორის დანადგარების განახლებისა და წარმოების ტექნიკის გაუმჯობესების შესახებ,.
"2006 წლის მისიის წყალობით დელეგატი კომპანიების ნახევარზე მეტმა წარმატებული ურთიერთობები დაამყარა ქართულ კომპანიებთან~ - განაცხადა ამერიკის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის განვითარების რესურსების სპეციალისტმა დარელ აფშოუმ. "ეს ერთ-ერთი იმ უამრავ მიზეზთაგანია, რის გამოც გადავწყვიტეთ საქართველოში მეორედ ჩამოსვლა~.
"აღნიშნული მისია მართლაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა დაამყარონ ორივე მხარისათვის მომგებიანი, სხვადასხვა სახის ურთიერთობები~ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა.
მისიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა კომპანიებმა მიმართეთ: TBSC-ის პროექტის მენეჯერს მაგდა ქაჯაიას,; ელ. ფოსტა: MagdaK@TBSC.ge; ტელ: (+995 99) 943 796.
აგრობიზნესის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: AmCham Georgia-ს პროექტების ხელმძღვანელს ქეთი სიდამონიძეს,; ელ. ფოსტა: kate@amcham.ge; ტელ: (+995 99) 797 477.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|