სამშაბათს, 2007 წ. 29 მაისს, ამერიკული აკადემია თბილისში უმასპინძლებს პრესკონფერენციასა და საზეიმო ცერემონიას, სადაც გამოცხადდება თორნიკე თოდრიას ვესტპოინტის (ნიუ-იორკი) სამხედრო აკადემიაში მიღების შესახებ. თორნიკე თოდრია ამერიკულ აკადემიას 2007 წელს ამთავრებს. იგი პირველი ქართველი მოსწავლეა, რომელიც ვესტპოინტში ჩაირიცხა. ვესტპოინტი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული უნივერსიტეტია. ქართველი სტუდენტის მიღება მის დიდ პირად მიღწევად და ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში მნიშვნელოვან მომენტად შეიძლება ჩაითვალოს.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ალან ჰესტერი და ამერიკული აკადემიის რექტორი რიჩარდ ლუსენი. ღონისძიებას დაესწრებიან თავდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მაიორი დარენ სმიტი და ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი გივი ზალდასტანიშვილი.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|