თბილისი - 23 აპრილს, 16:00 საათზე, ქალაქ თბილისის პირველი საჯარო სკოლის შენობაში დედამიწის დღის 37-ე წლისთავის აღსანიშნავად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ატარებს მოსწავლეთა სამხატვრო საკონკურსო ნამუშევართა გამოფენასა და გამარჯვებულების დაჯოლდოვებას. კონკურსის თემაა “გარემოს დაცვა და მისი მნიშვნელობა”.
საქართველოში გამარჯვებული ცხრა ნამუშევრის ფოტო უკვე გაიგზავნა ვაშინგტონში საერთაშორისო სამხატვრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ნამუშევრები შეარჩია აშშ-ის საელჩოს ჟიურიმ კულტურისა და პრესის ატაშეს როენა ქროს-ნაჯაფის თავმჯდომარეობით.
ყოველ წლის 22 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს დედამიწის დღეს კაცობრიობისთვის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მნიშვნელობის წარმოსაჩენად.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|