თბილისი - 2007 წლის 2 თებერვალს აშშ-ს და საქართველოს ოფიციალური პირები ხელს მოაწერენ ერთობლივ დოკუმენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიის გავლით ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალური გადაზიდვების წინააღდეგ ბრძოლის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, ორივე სახელმწიფოს მთავრობები იღებენ პასუხისმგებლობას გააძლიერონ როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობლივი ბრძოლა კონტრაბანდის წინააღმდეგ. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს აშშ-ს დახმარებას საქართველოსთვის.
ამ დოკუმენტის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი მომენტია აშშ-ის და საქართველოს მთავრობების ერთობლივი ბრძოლის აღსანიშანავად ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ. ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერით საქართველო უერთდება საერთაშორისო პროგრამას. ამჟამად, აშშ-სთან ერთად კიდევ ხუთი ქვეყანა არის ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ამ მხრივ გამორჩეულია.
აშშ-ს წარმოადგენენ ელჩი ჯონ ტეფტი და მაიკლ სტაფორდი, აშშ-ს წარმომადგენელი ბირთვული იარაღის უსაფრთხოებისა და განადგურების შესახებ მოლაპარაკებებში. ბატონი სტაფორდი ხელმძღვანელობდა აშშ-ს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ამ დოკუმენტის მომზადების თაობაზე.
შეთანხმების მომზადებას რამდენიმე თვე დაჭირდა. აშშ-ს და საქართველოს დელეგაციები 2006 წ. 18 სექტემბერს შეხვდნენ თბილისში და განიხილეს თუ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. განხილვების შედეგად დელეგაციებმა განსაზღვრეს პრიორიტეტების ნუსხა საქართველოსათვის.
დახმარების სფეროები მოიცავს საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი სააგენტოს, გამშვები პუნქტების მიმდებარე სასაზღვრო ზონების პატრულირების, სასაზღვრო პოლიციის ავიაციის, საზღვაო პატრულირებისა და კოორდინაციის ცენტრის, ბირთვული ექსპერტიზის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. დახმარების დეტალები დაზუსტდება აშშ-ს და საქართველოს შესაბამისი უწყებების მომავალი თანამშრომლობის პროცესში.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|