აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა 17-19 ნოემბერს თბილისსა და აფხაზეთს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს, მინისტრებს, ასევე ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანია ბოლოდროინდელი მოვლენების, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხილვა. მეთიუ ბრაიზას თან ახლავს სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხთა და რეგიონალური კონფლიქტების ოფისის დირექტორი ელიზაბეტ რუდი.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|