2006 წლის 9 ნოემბერს, აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია გახსნიან ახალ ამერიკულ კუთხეს თბილისის ახალგაზრდობის სასახლეში. ცერემონიას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის და აკადემიური წრეების წევრები.
საქართველოში ამერიკული პროგრამის განხორციელება დაიწყო 2003 წელს, როდესაც გაიხსნა პირველი ცენტრი თელავის საჯარო ბიბლიოთეკაში. ამას მოჰყვა კედევ ოთხი ცენტრის გახსნა ხაშურში, გორში, თბილისსა და ბათუმში. ამერიკული კუთხე ახალაგაზრდობის სასახლეში იქნება მეექვსე ცენტრი საქართველოში. მეშვიდე ამერიკული კუთხის გახსნა ზუგდიდში დაგეგმილია ამავე წელს.
ამერიკული კუთხე წარმოადგენს ამერიკული სტილის ბიბლიოთეკას, რომელიც ხელს უწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთერთი მთავარი პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. Mმას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ადგილობრივ ინსტიტუტებთან ერთად. Aამერიკული კუთხე მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას აშშ-ს შესახებ ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცების მიზნით. ამერიკული კუთხე მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა გამოცემებს, მათ შორის საცნობარო თუ მხატვრულ ლიტერატურას, ტესტების მომზადების, ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს ამერიკული კულტურისა და ისტორიის შესახებ. ამერიკული კუთხე ასევე გთავაზობთ ელექტრონულ წყაროებს და ინტერნეტ კავშირს. ამერიკულ კუთხეს ხელმძღვანელობს ქართველი ბიბლიოთეკარი, რომელიც აშშ-ს საელჩოსთან ერთად გეგმავს და ახორციელებს კულტურულ პროგრამებსა და მეცადინეობებს.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|