Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

2 ოქტომბერი, 2006 წელი

აშშ-ს საიმიგრაციო ვიზის პროგრამის 2008 წლის სარეგისტრაციო ვადა 2006 წლის 4 ოქტომერი _ 3 დეკემბერი

 

2008 წლის საიმიგრაციო ვიზის პროგრამის სარეგისტრაციო ვადა იწყება 2006 წლის 4 ოქტომბრის 12 საათიდან (აღმოსავლეთის სტანდარტული დროით) და გრძელდება 2006 წლის 3 დეკემბრის 12 საათამდე (აღმოსავლეთის სტანდარტული დროით). 2008 წლის საიმიგრაციო ვიზის (DV, მწვანე ბარათის) გათამაშების მთელი პროცესი წარიმართება ელექტრონული გზით, ანკეტების ელექტრონულად შევსების ჩათვლით. ქაღალდზე შევსებული განაცხადი არ მიიღება. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა სპეციალური ინტერნეტ საიტიhttp://www.dvlottery.state.gov, რომლის მეშვეობით დაინტერსებული პირები შეავსებენ საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის ფორმების ელექტრონულ ვერსიებს.

განაცხადის სწორად დარეგისტრირებისას, ეკრანზე გამოჩნდება დარეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც აღნიშნული იქნება, განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქვეყანა, რომელსაც განმცხადებელი მიაკუთვნებს თავს, აგრეთვე მიღების თარიღი და დრო. განმცხადებელს შეუძლია დარეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტის ამობეჭდვა.

პიროვნებამ შესაძლებელია თავად შეავსოს და წარადგინოს საკუთარი განაცხადი, ან ასევე შესაძლებელია ამ პიროვნების განაცხადი წარადგინოს სხვა პირმა. თოთოეული პირის სახელზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა, მიუხედავად იმისა თუ ვინ წარადგენს განაცხადს - უშუალოდ განაცხადში მითითებული პირი, ადვოკატი, მეგობარი, ნათესავი თუ სხვა. განაცხადში მითითებული პირი პასუხისმგებელია მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე. განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, შეტყობინების წერილი გაიგზავნება მხოლოდ იმ საფოსტო მისამართზე, რომელიც იქნება მითითებული განაცხადში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდი: http://travel.state.gov/visa/immigrants/types/types_1318.html

ამოსაბეჭდი ფორმატი


ზემოთ ^

Embassy of the United States