თბილისი - 22-24 აგვისტოს საქართველოშო ჩამოდის აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით.
საქართველოს გარდა დელეგაცია ესტუმრება ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანსა და ალბანეთს ენერგეტიკის საკითხების განსახილველად. აშშ-ს დელეგაცია გაყვება ყაზახური ნავთობის მარშრუტს კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.
საქართველოში სენატორი ლუგარი ეწვევა ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში მოქმედ შეიარაღების საუტილიზაციო ბაზას და ბიოლოგიურ დაწესებულებებს. ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამა, რომელიც ასევე ცნობილია ნან-ლუგარის საკანონმდებლო აქტის სახელით, გამოყოფს ფინანსურ და ტექმიკურ დახმარებას საქართველოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, შესაბამისი ნივთიერებებისა და გადამზიდი სისტემების იზოლირებისა და განადგურებისათვის.
ვიზიტის მსვლელობისას სენატორი ლუგარი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვა ოფიციალურ პირებს.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|