Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

7 ივლისი, 2006 წელი

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს აგზავნის

 

თბილისი, საქართველო - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (`ემ-სი-სი~) ბ-ნი კოლინ ჰიუ ბაქლის სახით საქართველოში კორპორაციის ოფიციალურ წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს `ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~ (`ემ-სი-ჯი~) მხარდაჭერასა და მიმდინარე ხელმძღვანელობას, გასცემს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებსა და რჩევებს.

ბ-ნ ბაქლის გააჩნია მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება განვითარებისა და კორპორაციული ფინანსებისა და მართვის საკითხებში. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ბ-ნი ბაქლი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) საქართველოს ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერი გახდლათ. გარდა ამისა, მას იურისტის 15-წლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი მოღვაწეობდა ფილადელფიაში, ბოსტონსა და ლონდონში. ბოლოს კი იურიდიული ფირმის “Brown Rudnick Freed & Gesmer” (ლონდონი) პარტნიორი იყო.

`ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი შედეგებზე ორიენტირებული პროგრამაა, რომლის მიზანია სიღარიბის დაძლევა ეკონომიკური განვითარების გზით და მე მოხარული ვარ, რომ შემიძლია ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო”, განაცხადა ბ-მა ბაქლიმ. `მე ბედნიერი ვარ, რომ ვიმუშავებ `ემ-სი-ჯი”-ს ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების ჯგუფთან. `ემ-სი-სის~ სურს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და კოორდინირება სხვა დონორებთან, ვინაიდან კომპაქტის უშუალო განხორციელების ფაზაში შევდივართ”.

ბ-ნ ბაქლის აქვს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და დოქტორის წოდება, რომელიც მას მიღებული აქვს კოლეჯში “William and Mary”, და კემბრიჯის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდება. აქვს იურისტად მუშაობის უფლება როგორც აშშ-ში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აშშ-ს სამთავრობო ორგანზიაციაა, რომელიც შეიქმნა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებთან თანამშრომლობის მიზნით და ეფუძნება შემდეგ პრინციპს: დახმარება ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როცა იგი განმტკიცებულია კარგი მმართველობით, ეკონომიკური თავისუფლებით და ინვესტირებით ადამიანებში, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ ეკონომიკურ ზრდას და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას.

ამოსაბეჭდი ფორმატი


ზემოთ ^

Embassy of the United States