Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

7 აპრილი, 2006 წელი

საქართველოს ეწვევა დელეგაცია კონგრესიდან

8-10 აპრილს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა დელეგაცია კონგრესიდან, რომელსაც უხელმძღვანელებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ჯიმ კოლბი. ჯიმ კოლბი აშშ კონგრესის საგარეო ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. დელეგაციის სხვა წევრები არიან კონგრესმენი სკოტ გარეტი, კონგრესის ასიგნაციების კომიტეტის თანამშრომელი რობ ბლეიერი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მთავრი აღმასრულებელი პირი, ელჩი ჯონ დანილოვიჩი, MCC-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორი ფრანც რიდი, MCC-ს უფროსი კანონმდებელი ჯეიკობ სტეფანიკი, აშშ ფლოტის კავშირგაბმულობის ოფიცერი CDR ბენ პირსონი. დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერმინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს, აგრეთვე სხვა ოფიცილურ პირებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს. ოფიციალური შეხვედრების დროს სენატორი კოლბი და დელეგაციის სხვა წევრები განიხილავენ მმართველობის, ეკონომიკისა და ჯარის განვითარების საკითხებს. 9 აპრილს პრემიერმინისტრი ნოღაიდელი და MCC-ს მთავარი აღმასრულებელი პირი, ელჩი ჯონ დანილოვიჩი MCC-ს პროექტს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებენ. გახსნის ღონისძიება პრესკონფერენციით დასრულდება. 10 აპრილს დელეგაცია მოინახულებს კრწანისის სასწავლო ცენტრს, რათა გაეცნოს სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის (SSOP) მიმდინარეობას. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ დელეგაცია სომხეთში გაემგზავრება.








ამოსაბეჭდი ფორმატი


ზემოთ ^

Embassy of the United States