აშშ-ს საელჩო მიესალმება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ვლადიმერ არუთინიანი 2005 წლის 10 მაისს პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის დროს ხელყუმბარის სროლის ფაქტზე. პროცესი სამართლიანად და მიუკერძოებლად ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერების გრძნობით აღნიშნავს, რომ დაცული იყო კანონის უზენაესობა და კმაყოფილებას გამოთქვამს გამოტანილი განაჩენის გამო. ეს კონკრეტული საქმე სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო დონეზე თანაშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ძალზედ შთამბეჭდავიაAამერიკელ და ქართველ გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხარისხი და გამოვლენილი პროფესიონალიზმი. აშშ მადლობას უხდის ქართველ კოლეგებს მათ მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს კაპიტან ზურაბ ქვლივიძის ხსოვნას, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სამართლის აღსრულებას შესწირა.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|