|
ამერიკული კუთხეების შესახებ
ამერიკული კუთხე არის პატარა, ამერიკული ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსებულია ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციაში, ძირითადად ბიბლიოთეკაში. ამერიკულ კუთხეებში წარმოდგენილია წიგნადი და ვიდეო კოლექციები ამერიკის შესახებ, მომხმარებლებს შეუძლიათ აგრეთვე ისარგებლონ კომპიუტერებით და უფასო ინტერნეტით. ამერიკული კუთხეები არის მაგალითი ჭეშმარიტი თანამშრომლობისა ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რადგან კუთხეებს ემსახურებიან მასპინძელი ორგანიზაციების თანამშრომლები. ამერიკული კუთხეების კარი ღიაა მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლებისათვის.
ამერიკული კუთხეები საქართველოში
ამერიკული კუთხეების პროგრამა საქართველოში დაიწყო 2003 წლის ივნისში, როდესაც პირველმა ამერიკულმა კუთხემ თელავის ცენტრალურ საჯარო ბიბლიოთეკაში მიიღო თავისი პირველი მკითხველები. დღეს საქართველოში ფუნქციონირებს შვიდი ამერიკული კუთხე.
ამერიკის საკითხების შესწავლის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოში ამერიკის საკითხების შესწავლის ასოციაცია, განთავსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითად კორპუსში. ეს ცენტრი ამავდროულად ასრულებს ამერიკული კუთხის ფუნქციას საქართველოს დედაქალაქში. მას გააჩნია ყველაზე მდიდარი წიგნადი ფონდი ამერიკული ისტორიის, კულტურის და საზოგადოების შესახებ.
საქართველოში არსებული ყველა ამერიკული კუთხის კოლექცია შეიცავს საცნობარო მასალას, მხატვრულ ლიტერატურას, ვიდეოებს და ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერებს. ეს მასალა იძლევა ღრმა ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ისტორიის, კულტურის და სხვა მრავალი ასპექტის შესახებ. კუთხეებში აგრეთვე თავმოყრილია ინგლისური ენის შესასწავლი მრავალფეროვანი მასალა, რომელსაც იყენებენ ადგილობრივი მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.
ამერიკული კუთხეები ხშირად მასპინძლობენ ამერიკელ სპიკერებს. მათი საუბრების სპექტრი ძალზედ ფართოა: ამერიკული ბეისბოლი, აშშ-ის კონსტიტუცია, აშშ-ის ტრადიციული დღესასწაულები და მრავალი სხვა. ბევრ ამერიკულ კუთხეში გახსნილია კლუბები, მაგ. ამერიკული მუსიკის, პოეზიის და კინოს კლუბები. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა და ამავდროულად, უკეთესად გაიცნონ ამერიკის კულტურა და ტრადიციები.
დამატებითი ინფორმაციისათვის ამერიკული კუთხეების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო რესურსების ცენტრს, ტელ.: (995 32) 277603; 277609, ან დაუკავშირდეთ ამერიკულ კუთხეებს:
თბილისის ამერიკული კუთხე / ამერიკის საკითხების შესწავლის ცენტრი
თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ I კორპუსი
ტელ: (995-32) 23 26 88
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათს 13:00 – 17:00
|
|
თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
ამერიკული კუთხე
ქ. თბილისი, რუსთაველის პრ. 6
ტელ.: (995-32) 93 54 66
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათს 13:00 – 17:00
|
|
თელავის ამერიკული კუთხე
ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა
ერეკლე II-ს ქუჩა #1
ტელ.: (8-250) 7 32 96
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათს 13:00 – 17:00 |
|
გორის ამერიკული კუთხე
გორის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა
დიმიტრი ამილახვარის ქუჩა #24
ტელ.: (8-270) 2 49 15
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათს 13:00 – 17:00 |
|
ხაშურის ამერიკული კუთხე
ხაშურის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა
ძნელაძის ქუჩა #10
ტელ.: (8-268) 4 57 60
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათს 13:00 – 17:00 |
|
ბათუმის ამერიკული კუთხე
ბათუმის სახელმწიფო ბიბლიოთეკა
ვაჟა-ფშაველას ქ. 21
ტელ.: (888 222) 7-21-62
ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
შაბათი 13:00 -17:00 |
|
ზუგდიდის ამერიკული კუთხე
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა
მერაბ კოსტავას ქ. 58
ტელ.: (8-215) 5-15-86; 5-07-30
ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
შაბათი 13:00 -17:00 |
|
|