|
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (ადრე მას ეწოდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სამსახური საქართველოში - USIS) არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნაწილი. ამ განყოფილებას ხელმძღვანელობს საზოგადაოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგე (ამერიკელი), რომლის თანამშრომლებიც არიან კიდევ ერთი ამერიკელი და ათი ქართველი. აღნიშნული განყოფილება ხელს უწყობს აშშ-ს საელჩოს მიერ დასახული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებას. მისი მოვალეობაა გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დაწესებულებების სტრუქტურა და საქმიანობა, აგრეთვე შეერთებული შტატების დამოკიდებულება ყველა იმ საკითხებისადმი, რაც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. ამასთანავე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ახორციელებს საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამებს.
აშშ სამთავრობო პროგრამებისა და სამსახურების შესახებ ფართო ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ ეწვიოთ სახელმწიფო დეპარტამენეტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების საიტს და სამსახურებს.
|