Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  

ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს პროექტების მიღებას 2005 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროგრამისათვის.

2001-2005 წწ აშშ-ს კონგრესის დავალებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა ელჩების კულტურის დაცვის ფონდი (AFCP). კონგრესმა აღნიშნა, რომ “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა საშუალებას იძლევა სხვა ქვეყნებს დაანახოს ამერიკის განსვავებული სახე, რომელიც არ იქნება კომერციული, პოლიტიკური თუ სამხედრო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში წამყვანი როლის დაკავებით, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას სხვა კულტურებისადმი”. AFCP საშუალებას აძლევს ელჩებს განვითარებად ქვეყნებში წამოადგინონ თავიანთი პროექტები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დახმარებისათვის. გრანტები მერყეობს 15 000 აშშ დოლარიდან 30 000 აშშ დოლარამდე, ხოლო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 12 – 18 თვე.

შესაძლებელია პროექტების წარდგენა შემდეგი მიმართულებით:
1) კულტურული ღირსშესანიშნაობები ან ადგილები, შეიძლება მოიცავდეს:
-- არქეოლოგიური, ისტორიული ან წმინდა ძეგლების დაცვა.
-- არქეოლოგიური გამოკვლევები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გეგმის ფარგლებში.
-- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მენეჯმენტის დაგეგმარება გარკვეულ რეგიონებში ამა თუ იმ ძეგლთან დაკავშირებით.
-- გარკვეულ ძეგლებზე დოკუმენტაციის შექმნა დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
2) საგანი ან საგნების კოლექცია კონკრეტული ღირსშესანიშნავი ადგილიდან, მუზეუმიდან ან მსგავსი დაწესებულებიდან; შეიძლება მოიცავდეთ:
-- საგნისა თუ საგანთა კოლექციის შენარჩუნებას.
-- საგანთა კოლექციის ინვენტარიზაციას შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით.
-- შესაფერისი სივრცისა და პირობების შექმნას საგანთა კოლექციისათვის.
-- სპეციალიზირებული ტრენინგების მოწყობას კოლექციებზე ზრუნვისა და მათი შენარჩუნების პრინციპების შესახებ.
3) ტრადიციული კულტურის გამოვლინების ფორმები, შიძლება მოიცავდეს:
-- ტრადიციული მუსიკისა თუ ცეკვების ჩანაწერების შექმნას.
-- ლექსიკონების შექმნას განადგურების საშიშროების წინაშე მდგომი ენებისთვის.
-- ზეპირი ისტორიისა და ტრადიციული პოეზიის ჩანაწერების გაკეთებას.
-- ტრენინგების მოწყობას განადგურების საშიშრეობის წინაშე მდგომი ტრადიციული მხატვრობისა თუ ხელობის შენარჩუნებისთვის.

აშშ-ს საელჩოში პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა სამშაბათი, 1 მარტი, 2005.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

მაგდა მაგრაძეს ან სოფო ბზიშვილს
საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება, აშშ საელჩო
ათონელის ქ. #25, თბილისი, Gსაქართველო 0105
ტელ. 98-99-67/68, შიდა ნომერი. 4148, ფაქსი: 93 17 69
magradzem@state.gov
http://georgia.usembassy.gov

 



ზემოთ ^

Embassy of the United States