Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

ტრეფიკინგის თემაზე შექმნილი ქართული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია თბილისში

20 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიამ (საია) წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი ადამიანებით ვაჭრობის თემაზე. პრეზენტაცია ნაწილი იყო პროგრამისა “არა - ტრეფიკინგს“, რომლსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს (USAID).

ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნება ქერთული ტელევიზიით, მაყურებელს აცნობს ტრეფიკინგს, როგორც ფენომენს, ხოლო მსახიობები ასრულებენ ადამიანებით ვაჭრობის დრამატულ სცენებს. ფილმი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრეფიკინგის მსეხვერპლთათვის და მათი ოჯახებისთვის. ფილმი გადაღებულია საქართველოს და ამერიკის მთავრობების თანამშრომლობის შედეგად.

პრეზენტაციაზე ანტიტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა და გენერალურმა პროკურორმა ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეულ ძალისხმევაზე და ამ საშიშროების ხალხის მიერ გაცნობიერების აუცილებლობაზე.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა, ქრის სმიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა მოხარულია, რომ ამ პროგრამის მონაწილეა და აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძლოველად. მან ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო თანამშრომლობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას პრობლემის წარმატებით დაძლევაში.

წელს საქართველოში გააცნობიერეს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის მნიშვნელობა, მსხვერპლთა დაცვის და ტრეფიკინგის სასამართლოს წესით დევნის აუცილებლობა. შედეგად, საქართველო მოხვდა იმ სამ ქვეყანას შორის, რომელთაც მოიპოვეს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო რეიტინგის “I იარუსზე” გადასვლის სტატუსი.

ზევით ^

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ქრის სმიტი აღნიშნავს, რომ კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ქრის სმიტი აღნიშნავს, რომ კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში

 

დოკუმენტური ფილმის მონაწილე მსახიობებეს გადასცემენ საჩუქრებს

დოკუმენტური ფილმის მონაწილე მსახიობებეს გადასცემენ საჩუქრებს



 

 

 


 



Embassy of the United States