Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

ელჩის მოადგილე მარკ პერი მასპინძლობს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს

2007 წლის 19 ივლისს ელჩის მოადგილემ მარკ პერიმ გამართა მიღება მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) კურსდამთავრებულებისა და 2007 წლის ფინალისტებისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, ამერიკული საბჭოებისა და მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები.

მიღებაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ერთმანეთს, გაეზიარებინათ გამოცდილება და გადაეღოთ ფოტოები DCM-ის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად. პროგრამის ფინალისტბი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან აგვისტოს თვეში, ამიტომ ისინი კურსდამთავრებულებისგან ყურადღებით ისმენდნენ ისტორიებს ამერიკაში ცხოვრების შესახებ. სტუმრებმა ისიამოვნეს ალა-ფურშეტით და საინტერესო საუბრებით.

FLEX წარმოადგენს მოსწავლეთა გაცვლით პროგრამას, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმრიფო დეპარტამენტი. პროგრამა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ ისწავლონ ამერიკულ სკოლებში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები ცხოვრობენ ამერიკულ ოჯახებში. საქართველოში ამ პროგრამას ადმინისტრირებას უწევს ორგანიზაცია ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის (American Councils). პროგრამის ფინალისტებს ირჩევენ კონკურსის საფუძელზე, რომელშიც მონაწილეობს ათასობით კანდიდატი. ფინალისტების შერჩევა ხდება ინგლისური ენის ცოდნის, აკადემიური მოსწრებისა და ლიდერისათვის აუცილებელი თვისებების მიხედვით.

ზევით ^

აშშ-ის ელჩის მოადგილე ბ-ნი მარკ პერი ესაუბრება FLEX-ის პროგრამის ფინალისტებს

აშშ-ის ელჩის მოადგილე ბ-ნი მარკ პერი ესაუბრება FLEX-ის პროგრამის ფინალისტებს

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე ბ-ნი არტურ ივენსი, ოფისის მენეჯმენტის სპეციალისტი ქ-ნი ვალერი დევისი და მშვიდობის კორპუსის მოხალისე აბაშიდან ბ-ნი მაიკე რობი FLEX-ის მიღებაზე

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე ბ-ნი არტურ ივენსი, ოფისის მენეჯმენტის სპეციალისტი ქ-ნი ვალერი დევისი და მშვიდობის კორპუსის მოხალისე აბაშიდან ბ-ნი მაიკ რობი FLEX-ის მიღებაზე


საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ქ-ნი როენა ქროს-ნაჯაფი და FLEX 2006-ის კურსდამათავრებული ქეთი თათეშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ქ-ნი როენა ქროს-ნაჯაფი და FLEX 2006-ის კურსდამათავრებული ქეთი თათეშვილი



 

 

 


 



Embassy of the United States