თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება
12 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) გაიხსნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული კომპიუტერული ცენტრი. თსუ-ს კომპიუტერული ცენტრი ღაი იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (დაახლოებით 17000), პროფესურისთვის (1973 მუდმივ და ნაწილობრივ განაკვეთზე მყოფი მასწავლებელი) და თანამშრომლებისთვის. კომპიუტერულ ტექნიკაზე ასეთი ხელმისაწვდომობა საშუალებას მისცემს თსუ-ს აქტიურად გამოიყენოს საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლების, სამეცნიერო კვლევებისა და ადმინისტრირების პროცესებში. USAID-ის ამავ პროგრამის ფარგლებში, თსუ-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები გაიგზავნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესტონეთში, რათა მათ თვალნათლივ ენახათ თუ როგორ ხდება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესებში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ინსტიტუტებში. ამჟამად თსუ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია, რომლის მეშვეობითაც მოხდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში, სამომავლოდ კი შემუშავდება სასერტიფიკატო კურსები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმუშავებს ეროვნულ სტრატეგიას საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის. თსუ-სთვის 75 კომპიუტერის შეძენა და დამონტაჟება, ქსელის აპარატურის დამონტაჟება და სათანადო ტრენინგის ჩატარება განხორციელდა შთAღთ პროგრამის მეშვეობით, რომელიც USAID-ის მიერ არის დაფინანსებლი. თსუ-მ ამ მიზნისთვის მოიძია სათანადო ფართი, ინფრასტრუქტურა, უზრუნველყო უსაფრთხოება და გამოჰყო ფინანსები ცენტრის ოპერირებისთვის; ასევე ამ საქმიანობის განხორციელბის დაწყებამდე, პროგრამ შთAღთ-ის ფარგლებში ჩაატარა ინსტიტუციონალური შეფასება.
|