Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი გორის ამერიკულ კუთხეში საუბრობს ქალთა როლის შესახებ აშშ-ის სამხედრო სამსახურში

21 ივნისს, ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ჯოი დევის-ქირჩნერი შეხვდა გორის ამერიკულ კუთხეში შეკრებილ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს და გორის რეგიონში მოღვაწე მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს. ქალბატონმა დევის-ქირჩნერმა ისაუბრა ქალთა როლის შესახებ აშშ-ის სამხედრო სამსახურში. შეკრებილ აუდიტორიას მან უამბო საკუთარ გამოცდილებაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებში ოფიცრად მუშაობისას 20 წლის განმავლობაში.

.ქალბატონმა დევის-ქირჩნერმა განიხილა ის შეღავათები, რომლებიც ხელმისაწვდომია სამხედრო მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს სამხედრო სამსახურს და რომლებიც ხშირად მოითხოვს ოჯახის წევრების ერთმანეთისაგან დიდი ხნით დაშორებას.

პრეზენტაციამ გამოიწვია საინტერესო დისკუსია მსმენელთა შორის. დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა სამხედრო სამსახურის მრავალი დადებითი ასპექტი, ამერიკის საზოგადოების მხრიდან სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დიდი მხარდაჭერა და მათი სამსახურის მნიშვნელობა.

ქალბატონი დევის-ქირჩნერი გაეცნო აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მუშაობას გორის რეგიონში, კერძოდ კი მათ მიერ გაწეულ მუშაობას ადგილობრივი ბიბლიოთეკების ფონდების ინგლისურენოვანი ლიტერატურით გამდიდრების მიმართულებით.

ზევით ^

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ჯოი დევის-ქირჩნერი ესაუბრება გორის ამერიკულ კუთხეში შეკრებილ აუდიტორიას

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ჯოი დევის-ქირჩნერი ესაუბრება გორის ამერიკულ კუთხეში შეკრებილ აუდიტორიას

 

 



Embassy of the United States