Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

ქართველი მოსწავლე აშშ-ში, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა

სამშაბათს, 29 მაისს თბილისის ამერიკულ აკადემიში ჩატარდა პრესკონფერენცია და თორნიკე თოდრიას ვესტ პოინტის (ნიუ-იორკი) სამხედრო აკადემიაში მიღების საზეიმო ცერემონილი. თორნიკე თოდრია პირველი ქართველი მოსწავლეა, რომელიც ვესტ პოინტში ჩაირიცხა. ამერიკული აკადემიის რექტორმა მიულოცა თორნიკესა და მის მშობლებს ვესტ პოიტნში ჩარიცხვა და აღნიშნა რომ ეს, როგორც პირადად თორნიკესთვის, ასევე საქართევლო-ამერიკის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ბატონმა ლასენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს ამერიკული აკადემიის მხარდაჭერისთის და აღნიშნა: “ამერიკული აკადემია შეიქმნა ამერიკული მერვე-მეთორმეტე კლასების სკოლის მოდელით. აკადემია ეხმარება საუკეთესო მოსწავლეებს, რომ ჩააბარონ უცხოურ და ქართულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ...თორნიკეს ჩარიცხვა ვესტ პოინტში წარმოადგენს ისტორიულ ფაქტს არა მარტო ჩვენი სკოლის ისტორიაში, არამედ ქართულ-ამერიკულ სამხედრო ურთიერთობებში.”

აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ალან ჰესტერმა აღნიშნა, რომ ცერემონიალის მონაწილე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ამერიკელები, ვესტ პოინტის კურსდამთავრებულები არიან და მათი მშობლები ისევე ამაყობდნენ თავიანთი შვილებით, როდესაც ისინი სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხენ, როგორც დღეს თორნიკეს მშობლები ამაყობენ. ვიცე-პოლკოვნიკმა ალან ჰესტერმა ასევე აღნიშნა, რომ თორნიკეს წარმატება და მომავალი მიღწევები ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის და ამერიკული აკადემიისთვის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ჯარების აღმშენებლობისთვის. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს მაიორ დარენ სმიტს თორნიკესათვის ვესტ პოინტში ჩაბარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

ცერემონიალს ასევე დაესწრნენ თავდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ამერიკული აკადემიის დამაარსებელი ბატონი გივი ზალდასტანიშვილი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი.

ზევით ^

ამერიკული აკადემიის დირექტორი რიჩარდ ლასენი საუბრობს თორნიკე თოდრიას წარმატებაზე, როგორც აკადემიის პირველ კურსდამთავრებულზე, რომელიც ვესტპოინტში ჩაირიცხა

ამერიკული აკადემიის დირექტორი რიჩარდ ლასენი საუბრობს თორნიკე თოდრიას წარმატებაზე, როგორც აკადემიის პირველ კურსდამთავრებულზე, რომელიც ვესტ პოინტში ჩაირიცხა

 

ვესტპოინტის კურსდამთავრებული, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მაიორი დარენ სმიტი და ვესპოინტის მომავალი თაობის წარმომადგენელი თორნიკე თოდრია

ვესტპოინტის კურსდამთავრებული, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მაიორი დარენ სმიტი და ვესტ პოინტის მომავალი თაობის წარმომადგენელი თორნიკე თოდრია



 

 

 


 



Embassy of the United States