Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

ამერიკის საელჩო ულოცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს ომი კერს “საქართველოს სამოქალაქო სექტორის მეგობრის” წოდებით დაჯილდოებას!

4 მაისს, დიდუბის საგამოფენო ცენტრმა ექსპო_ჯორჯიამ უმასპინძლა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს, სადაც ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, ქალბატონ ომი კერს გადაეცა “საქართველოს სამოქალაქო სექტორის მეგობრის” საპატიო ჯილდო.

საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრმა, რომელიც წარმოადგენს ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციას, ამ ჯილდოთი აღნიშნა ქალბატონი ომი კერის უდიდესი დამსახურება საქათველოში სამოქალაქო სექტორის მშენებლობის საქმეში 1994–1997 წლებში. სწორედ ამ დროს მოხდა პირველი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირება და განვითარება, რასაც ამერიკის საელჩო აქტიურად უჭერდა მხარს დემოკრატიის განვითარებისა და სასწავლო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.

ქ-ნი ომი კერი სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. თავისი ერთ-კვირიანი ვიზიტის დროს მას მეგობრებმა და ყოფილმა კოლეგებმა გულთბილი შეხვედრები მოუწყვეს. ქ-ნ ომი კერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც საქართველომ მიაღწია 1997 წლიდან დღემდე.

ამერიკის საელჩო ულოცავს ქალბატონ ომის ამ დამსახურებულ ჯილდოს. მისი ენთუზიაზმი და საქმისადმი თავდადება, მართლაც, აღსანიშნავია!

ზევით ^

ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს ომი კერს გადაეცა “საქართველოს სამოქალაქო სექტორის მეგობრის” ჯილდო

ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს ომი კერს გადაეცა “საქართველოს სამოქალაქო სექტორის მეგობრის” ჯილდო


 

 

 


 



Embassy of the United States