აშშ-ის სარაკეტო კრეისერი ბათუმის პორტში
30 აპრილს აშშ ელჩი ჯონ ტეფტი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ბათუმის მერი ირაკლი თავრთქილაძე ესტუმრნენ აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერს USS The SULLIVANS. სტუმრებმა დაათვალიერეს გემი და დაესწრნენ გემზე გამართულ მიღებას. აშშ-ის საზღვაო ძალები წარმოადგინა კონტრ-ადმირალმა ფილიპ გრინმა. ადმირალ გრინის ვიზიტი ბათუმში ხაზს უსვამს საქართველოსთვის გაუმჯობესებული პროფესიული შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მნიშვნელობას. ეს აშშ-ის ადმირალის პირველი ვიზიტია საქართველოში და გამოხატავს აშშ-ის საზღვაო ძალების ინტერესს საქართველოსა და ნატოს შორის საზღვაო უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის მიმართ.
1 და 2 მაისს USS The SULLIVANS– ის ეკიპაჟმა საქართველოს საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა წვრთვნები ბათუმის პორტსა და ზღვაში. მანევრები ძირითადად ეხებოდა გემის უსაფრთხოებას, ხანძრსაწინაააღმდეგო და ანტიტერორისტულ ოპერაციებს.
გემს USS The SULLIVANS (DDG-68) ეწოდა ხუთი ძმის საპატივსაცემოდ, რომლებიც აიოვას შტატიდან ქ. ვატერლოოდან იყვნენ. ხუთივე ძმა ერთად მსახურობდა გემზე USS JUNEAU მეორე მსოფლიო ომის დროს. 28 წლის ჯორჯი, 27 წლის ფრანსისი, 24 წლის ჯოზეფი, 23 წლის მედისონი და 20 წლის ალბერტი 1942 წლის 13 ნოემბერს გვადალკანალის ბრძოლის დროს დაიღუპნენ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ძალების საომარი დებულება კრძალავდა ერთი ოჯახის წევრების ერთად სამსახურს, ძმებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი არ დაშორებოდნენ ერთმანეთს.
|