ელჩი ტეფტი ახალგაზრდებს ჯაზზე ესაუბრება
ჯაზის თვის აღსანიშნავად აშშ-ის საელჩომ თბილისში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, რადიო სინდიკატთან და კომპანია ისტერნ პრომოუშენთან ერთად ჩაატარა ორი საჯარო ლექცია. 2007 წ. 28 აპრილს, ელჩმა ტეფტმა და სამმა ცნობილმა ჯაზის ექსპერტმა ისაუბრეს მათთვის საყვარელ მუსიკოსებსა და ჯაზური მუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობებზე. ლექციის დროს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტებისათვის ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ელა ფიცჯერალდის, ბილი ჰოლიდეის, ფრედი ჰაბარდისა და ჰერბი ჰენკოკის კონცერტებიდან. პროექტი მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში ჯაზის პოპულარიზაციას, ასევე მუსიკოსების, სკოლების, მუზეუმებისა და მაუწყებლების ყურადღების მიპყრობას ჯაზური მუსიკის მიმართ. ლექციები აცოცხლებს ჯაზური მუსიკის სამყაროს თბილისში და ახალგაზრდებს მოუწოდებს შეისწავლონ ჯაზი, დაესწრონ ჯაზკონცერტებს და უსმინონ ჯაზურ მუსიკას. 30 აპრილს გაზეთი
24 საათი წერდა: “მომხსენებლები კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან მსმენელთა დიდი ნაწილი ახალგაზრდობა იყო: “ხელოვნების ამ დარგმა კაცობრიობას მოუტანა ბედნიერება. ეს არის დემოკრატიის, თავისუფლების მუსიკა და ამიტომ ძალიან გვინდა, რომ ჩვენთან რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ მოუსმინოს ჯაზს და შეიყვაროს იგი.” – განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.
|