ლექციები გორის, თელავისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ კუთხეებში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარებაში აფრო-ამერიკელთა როლის შესახებ
მარტისა და აპრილის თვეებში ამერიკის საელჩოს უშიშროების ატაშეს ასისტენტმა ჯეფრი ჰიქსმა წაიკითხა ლექციები გორის, თელავისა და თბილისის ამერიკულ კუთხეებში. ლექციები მოიცავდა დიდ მასალას აფრო-ამერიკელთა ისტორიიდან – მონების ტრანს-ატლანტიკური ვაჭრობის პერიოდით დაწყებული, უახლესი მოვლენებით დამთავრებული.
ლექციებზე ყურადგება იყო გამახვილებული იმაზე, თუ რა როლი შეასრულეს აფრო-ამერიკელებმა შეერთებული შტატების თანამედროვე პლურალისტური და დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ჰიქსი აგრეთვე შეეხო იმ პარალელებს, რომლებიც შეინიშნება საქართველოსა და აფრო-ამერიკელთა ისტორიაში.
ლექციის ბოლოს ბატონმა ჰიქსმა პასუხი გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს აფრო-ამერიკელთა დღევანდელი ცხოვრების სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტებზე.
|