Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

მასკის პროგრამის მონაწილე ამერიკულ გამოცდილებას უზიარებს გაზეთის "ვიიქლი ჯეორჯია ჯორნალ" მკითხველებს

მაია მათეშვილი, მასკის პროგრამის მონაწილე, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ჩაპელ ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, კვლავაც აგრძელებს თავის სამშობლოში მედიის განვითარების ხელშეწყობას. მაიამ გამოაქვეყნა სტატია ახლად დაარსებული გაზეთის "ვიიქლი ჯეორჯია ჯორნალ" 2007 წლის 22-28 მარტის ნომერში. სტატიაში, რომლის სათაურია “როგორ შევწყვიტე განცდა და შევუდექი სწავლას“, მაია საუბრობს მასკის პროგრამაზე, როგორც პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაზე და ყველას მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში. იგი ამავე დროს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პოტენციური აპლიკანტები არ ინტერესდებიან ნაკლებად ცნობილი უნივერსიტეტებით. ქართველების უმეტესობა იცნობს მხოლოდ ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა ჰარვარდი და იელი. თუმცა არსებობს მრავალი სხვა უნივერსიტეტი, რომელიც შესანიშნავ პრორამას სთავაზობს სტუდენტებს! - აღნიშნავს მაია. სტატიაში მათეშვილი საუბრობს მასკის პროგრამის ისეთ უპირატესობებაზე, როგორიცაა მრავალმხრივი პროფესიული და პირადი გამოცდილების შეძენა, ამერიკულ ფასეულობებში უკეთ გარკვევა და ცხოვრების სხვადასხვა სტილის გაცნობა.

ამასთანავე, მაია მათეშვილმა ინტერვიუ მისცა რადიო ამერიკის ხმას. მისი ინტერვიუ გადაიცა 4 მარტს საქართველოს მასშტაბით. ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ “ამერიკის ხმის” ვებ-გვერდის არქივიდან შემდეგ მისამართზე: http://www.voanews.com/georgian/audio_programs.cfm

ზევით ^

მასკის პროგრამის მონაწილე მაია მათეშვილი

მასკის პროგრამის მონაწილე მაია მათეშვილი


 

 

 


 



Embassy of the United States