თელავში ინტერესით ისმენენ ქარიანი ქალაქის ისტორიას
თელავის ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე მასპინძლობდა ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სტაჟიორის ქოლინ სოლიტის პრეზენტაციას აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ჩიკაგოს შესახებ.
სტუდენტები გაეცნენ ჩიკაგოს ისტორიას, მის კულტურასა და ტრადიციებს. პრეზენტაცია მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ჩიკაგოს დიდი ხანძარი, 1893 წლის კოლუმბის ექსპოზიცია, ქალაქის განვითარება და მისი მსოფლიო დონის ქალაქად გადაქცევის ეტაპები, ჯაზი და მისი განვითარების ისტორია, ალ კაპონეს ცხოვრება და ძალაუფლება, აგრეთვე ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პიროვნება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩიკაგოს ისტორიაში.
ქოლინმა აგრეთვე ისაუბრა სპორტზე, მის განვითარებაზე და პოპულარულ სახეობებზე, მისთვის საყვარელ გუნდებსა და მოთამაშეებზე.
პრეზენტაციის ბოლოს ქოლინმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად ეხებოდა გაცვლით პროგრამებსა და ამერიკაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს.
|