აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ფოთის პორტში მწყობრში ჩადგა კატარღა ორბი
2 აპრილს, ქ.ფოთში გაიმართა საპატრულო კატარღის ორბი P-205 მწყობრში ჩადგომის აღსანიშნავი ცერემონია. 23 მეტრის სიგრძის კატარღის მოდერნიზაცია განხორციელდა საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურისათვის საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი ამერიკული დოლარია.
ერლჩმა ტეფტმა კატარღა კერ კიდევ ბათუმში, რეკონსტრუქციის პროცესში დაათვალიერა და განაცხადა: “ორბის მწყობრში ჩადგომა აშშ-სა და საქართველოს საზღვრის დაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ ერთი მიღწევაა. მისი დიზაინი ამერიკელი და ქართველი ინჟინრების ჯგუფს ეკუთვნის, მშნებლობა აშშ-ს მთავრობამ დააფინანსა და ბათუმის გემთმშენებელმა განახორციელა. ორბი საქართველოში მიმდინარე ცვლილებების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.”
ორბი შეიქმნა ძველი გრიფის ტიპის საბჭოთა კატარღის დემონტაჟისა და ხელახლა აწყობის შედეგად. მას ახლა უკვე აქვს უახლესი ტიპის ძრავა, გენერატორები, კომუნიკაციის, ელექტროგაყვანილობის და ხანძარ საწინააღმდეგო სისტემები, მასზე დამონტაჟებული ოთხ მეტრიანი მყარ ძირიანი გასაბერი ნავი და კრანი, საბუქსირე კნეხტი და სხვა ტექნოლოგიები. Pპროექტი დასრულდა კატარღის ეკიპაჟის საყოფაცხოვრებო ნაწილის მოწყობით. Dდაინიშნა ექვს კაციანი ეკიპაჟი.
ტრანსფორმირების პროცესშია მეორე Oორბი, რომელიც ბათუმის გემთმშენებელ ქარხანაშია და მისი მოდერნიზაცია სავარაუდოდ დასრულდება მოგვიანებით, 2007 წელს. მრავალი დანიშნულების მცურავი საშუალება, რომელსაც განსხვავებული ამოცანების შესრულება შეუძლია, გაზრდის სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს, განახორციელოს სამართალდამცავი ფუნქციები საზღვაო სივრცეში.
|