აშშ საელჩო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბათუმელ ახალგაზრდებს შობის ტრადიციებს აცნობენ
15 იანვარს აშშ საელჩოს კულტურისა და პრესის განყოფილებამ საქართველოს ეროვნული მუზეუმთან ერთად ჩაატარა ლექცია “ხელოვნება და საშობაო ტრადიციები ევროპასა და ამერიკაში~ ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ქალბატონმა ნინო გედევანიშვილმა, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა, ბათუმელ მოსწავლეებს შესთავაზა საინტერესო მოგზაურობა ისტორიასა და ხელოვნების სამყაროში, რომლის დროსაც მათ არა მარტო გააცნო საშობაო ტრადიციების წარმოშობის ისტორია არამედ მათი კავშირი ხელოვნებასთან: ვინ და როდის შექმნა საშობაო ბარათები, ვინ შექმნა სანტაკლაუსის სახე, საშობაო ნაძვისხისა და მისი მორთულობის სიმბოლიკა. მრავალი შეკითხვა, რომელიც მოსწავლეებმა დაუსვევს ქალბატონ ნინოს ლექციის დამთავრებისთანავე მოწმობს მისი დიდი წარმატებას.
|