კულტურულ ურთიერთობათა ოფისი მარათავს სადღესასწაულო სადილს მოსაწავლეთა სასახლის ამერიკულ კუთხეში
ხუთშაბათს, 4 იანვარს, კულტურულ ურთიერთობათა ოფისმა გამართა სადღესასწაულო სადილი თბილისის მოსწავლეთა სასახლის ამერიკულ კუთხეში. ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა 16 ამერიკელი და 40 ქართველი, მათ შორის მოსწავლეები და მოზრდილები, მიზნად ისახავდა საშობაო და საახალწლო ტრადიციების ურთიერთ გაცნობას. ამერიკელმა მოსწავლემ მეგან გიბსონმა წაიკითხა ლექსი “შობის 12 დღე”, მისმა დამ სარა გიბსონმა კი აგრეთვე წაიკითხა ლექსი “ეს იყო შობის წინა ღამეს”.
ამერიკელმა სტუმრებმა ისაუბრეს ბიბლიურ მითებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს შობის დღესასწაულს, აგრეთვე პოპულარულ ხალხურ ტრადიციებზე, როგორიცაა სანტა, საჩუქრების გაცემა, საშობაო ბარათების გაგზავნა და სხვა ოჯახური ტრადიციები. მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს ამერიკულ და ქართულ სადღესასწაულო სადილებზე. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ტრადიციული ამერიკული სადილი. სუფრაზე იყო ორი ინდაური, კარტოფილის პიურე და საწებელი, მოხარშული სიმინდი, პური და ხილის ჟელე. ამერიკული კერძები დიდი ინტერესით დააგემოვნეს ქართველმა ბავშვებმა. სადილის შემდეგ მონაწილეებმა ქაღალდებისაგან დაამზადეს საახალწლო დეკორაციები და დასაჩუქრდნენ კანფეტებით. ყველა მონაწილე სავსე იყო სადღესასწაულო განწყობით.
|