ამერიკული პოეზიის საღამო
2006 წლის 16 დეკემბერს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება მასპინძლობდა “ამერიკული პოეზიის საღამოს” სასტუმრო “კოპალას” შუასაუკუნეებისდროინდელ განახლებულ საკონცერტო დარბაზში. პროგრამაში იყო ედგარ ალან პოს, ემილი დიკენსონის, რობერტ ფროსტის და სხვა ცნობილი ამერიკელი პოეტების ნამუშევრები. კულტურისა და პრესის ატაშეEროენა ქროს-ნაჯაფი ლექსებს კითხულობდა ინგლისურ ენაზე, ხოლო ცნობილი ქართველი პოეტი კოტე ყუბანეიშვილი კითხულობდა ამავე ლექსების მისეულ ქართულ თარგმანებს. თბილისის ამერიკული აკადემიის მოსწავლემ სანდრო გლურჯიძემ აგრეთვე წაიკითხა საკუთარი ინგლისური ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდა 90-მდე სტუმარი. საღამოს შემდეგ გაიმართა სადილი.
|