სამდღიანი ფილმის ფესტივალი აშუქებს სასამართლო სისტემის როლს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში
2006 წლის 8-10 დეკემბერს აშშ-ის საელჩომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა სამდღიან ფილმის ფესტივალს, რომელიც გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის აღსანიშნავად. ფესტივალის დღეებში ნაჩვენები იქნა პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სერიალი `კანონი და წესრიგი, რომელშიც წარმაჩენილია ამერიკაში სასამართლოს როლი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. ფილმის სერიების ჩვენების შემდეგ მოწვეული ამერიკელი და ქართველი ექსპერტები მსჯელობდნენ სერიალში წარმოდგენილი იურიდიული და ეთიკური ნორმების შესახებ.
პარასკევს გამართულ ფილმის ჩვენებაზე, ბ-მა გიორგი ჯოხაძემ, რომელიც არის საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის თანაავტორი, ABA/ჩEELI-ის წარმომადგენელ, ქ-ნ ამანდა ეშფორდთან ერთად მიმოიხილა ამერიკაში წარმოებული სასამართლო პროცესი და ბრალდებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები.
შაბათს გამართული საუბარი შეეხო იმ ეთიკურ დილემას, რომელიც შეიძლება შეექმნას ჟურნალისტს კონფლიქტის ზონებში რეპორტაჟის მომზადების დროს. ეს თემა მიმოიხილეს ტელეკომპანია “მზის” პროდიუსერმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, თავისუფალმა ჟურნალისტმა, ნანა ლეჟავამ და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, ნანა კიკნაძემ.
კვირას მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თბილისის პოლიციის აკადემიის სასწავლო ნაწილი, ქ-ნი მადლენ ხელაშვილი, ამავე აკადემიის კრიმინალოგიის ფაკულტეტის გამგე, ქ-ნი ანა ჩიგიტაშვილი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები - პოლიციის უფროსი მრჩეველი, ბ-ნი მაიკლ ნიკოლსონი და იურიდიულ საკითხებში ატაშეს თანაშემწე, ბ-ნი იოჰანეს ვან დენ ჰუგენი. განხილვის თემა ძირითადად შეეხებოდა იმ ხერხებს, რომლებსაც აშშ-ის პოლიცია იყენებს დანაშაულის გამოძიების პროცესში. მათ რიცხვში იყო ორდერის მოპოვება, ჩხრეკის წარმოება და ეჭვმიტანილთა დაკითხვა.
ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის დაახლოებით 75 სტუდენტი დაესწრო აშშ-ის საელჩოს მიერ გამართულ სემინარებს.
|