Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

 

სტუდენტური გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები იკრიბებიან განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების განსახილველად და საქმიანი კავშირების აღსადგენად

2006 წლის 24 ნოემბერს საერთაშორისო განათლების კვირის აღსანიშნავად ღია დისკუსიისათვის შეიკრიბნენ განათლების სფეროს მუშაკები, მათ შორის აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილენი, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი ამ სფეროში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და ამავდროულად უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამის კურსდამთავრებული ქ-ნი ბელა წიფურია პასუხობდა კითხვებს ახლად გატარებული რეფორმების, უნივერსიტეტების აკრედიტაციის, სასწავლო პროგრამების განვითარების, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის, ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა დახელოვნების სკოლების და სადოქტორო პროგრამების დანერგვის შესახებ. უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ქ-ნი ნინო ჩუბინიძე (Muskie-ის პროგრამის კურსდამთავრებული) აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. ეს ღონისძიება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო მოწვეული სტუმრებისთვის, რომ გაცნობოდნენ გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს და განათლების სფეროს ექსპერტებს.

ზევით ^

ბელა წიფურია (უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამის კურსდამთავრებული), საქართველოს განათელებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და ლევან ცუცქირიძე (Muskie 03), საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის რექტორი, კაია ბენსონი, საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონალური დირექტორი

ბელა წიფურია (უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამის კურსდამთავრებული), საქართველოს განათელებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლევან ცუცქირიძე (Muskie 03), საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის რექტორი და კაია ბენსონი, საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონალური დირექტორი


გიორგი მელაძე (UGRAD 01) ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, თბილისის ფილიალის დეკანი, ნინო ჩუბინიძე (Muskie 02), აკრედიტაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბელა წიფურია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

გიორგი მელაძე (UGRAD 01) ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, თბილისის ფილიალის დეკანი, ნინო ჩუბინიძე (Muskie 02), აკრედიტაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბელა წიფურია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე


 

 

 


 



Embassy of the United States