მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ქართველი მონაწილეები მადლიერების დღესასწაულსა და გიორგობას მოხუცებთან ერთად ზეიმობენ
2006 წლის 23 ნოემბერს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ქართველი მონაწილეების კლუბმა მოხუცებულთა თავშესაფარ სავანეში ჩაატარა საქველმოქმედო აქცია დევიზით ”ჩვენ გვახსოვხართ.” იდეა ეკუთვნით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს მიშა ბენიძესა (2006 FLEX) და ლანა ჩხარტიშვილს (2004 FLEX). ღონისძიება ამერიკული მადლიერების დღესასწაულისა და გიორგობის აღნიშვნას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოხუცებულთა თავშესაფარს სწვეოდნენ ტრადიციად დამკვიდრებული ბავშვთა სახლის მონახულების ნაცვლად, რადგან მიაჩნიათ, რომ მოხუცებს საზოგადოება ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
ღონისძიებისათვის მოსამზადებლად მონაწილეები ეწვივნენ თბილისის მოხუცებულთა სახლებს და შეარჩიეს თავშესაფარი სათნოება, რომელსაც განსაკუთრებულად ესაჭიროება დახმარება. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეების ირინა გაფრინდაშვილის, სოფიკო ბალანჩივაძის, ეკა როსტომაშვილის, ნანა კალანდარიშვილის, თაკო ჩალაძისა და ანზორ მისაბიშვილის ხელმძღვანელობით შეგროვდა თანხები ჰელოუინის წვეულებაზე და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ნამცხვრების გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა თანხები შეაგროვეს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ამერიკული სიმღერების შესრულებით. შედეგად შეგროვდა 200 ლარზე მეტი.
კლუბის წევრებმა შეგროვილი თანხით შეიძინეს და მოამზადეს ხილისა და ტკბილეულის ფუთები სათნოების სახლის 27 ბინადრისათვის, გამოაცხვეს სადღესასწაულო ტორტი გიორგობისა და მადლიერების დღესასწაულის სადილისთვის და ყველაფერი ეს წმინდა გიორგის ხატთან და სათამაშოებთან ერთად მიართვეს მოხუცებს. ბავშვებთან ერთად მოხუცებმა იცეკვეს, იმღერეს, ისაუბრეს და ფოტოები გადაიღეს. მოხუცებმა გაიხსენეს ახალგაზრდობა და აქციის მონაწილეებს არაერთი საინტერესო ამბავი მოუთხრეს.
|