Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

UMCOR უერთება საქართველოს პირველ ქალბატონ სანდრა რულოვსს მსოფლიო დიაბეტის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე

2006 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის მოსწავლე ახალაგაზრდობის სასახლემ უმასპინძლა დიაბეტით დაავადებულ დევნილი ბავშვებისათვის გამართულ, მსოფლიო დიაბეტის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას და ჰუმანიტარულ აქციას დევიზით: “დიაბეტი-ცხოვრების წესი”. დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმა საქართველოს პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსი. საქართველოს პირველმა ქალბატონმა პირადად დაურიგა დაიბეტით დაავადებულ დევნილ ბავშვებს UMCOR-ის საჩუქრები _ სასკოლო, ჰიგიენური და საკერავი კომპლექტები. აქცია ორგანიზებული იყო აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს დიაბეტის ცენტრის მეოხებით. UMCOR-ი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსების მეშვეობით წლების მანძილზე ეხმარება დევნილ საზოგადოებას თბილისსა და იმერეთის რეგიონში.

UMCOR წელს უკვე მესამედ ატარებს ჰუმანიტარულ აქციას დევნილ ბავშვებისთვის. ცერემონიალს ესწრებოდა ორასზე მეტი მონაწილე: დიაბეტით დაავადებული დევნილი ბავშვები, მშობლები და ოჯახის წევრები, ექიმები და საერთშორისო ორგანიზაციები. საქართველოს მთავრობის მხრიდან მოწვეულ სტუმრთა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ბატონები ლევან ჯუღლი და ნიკოლოზ ფრუიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი დალილა ხორავა.

საერთაშორისო დიაბეტის ფედერაციამ 2006 წელი დიაბეტით დაავადებული სოციალურად დაუცველი ფენების მხარდაჭერას მიუძღვნა. მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში მრავალი, სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდება დიაბეტით დაავადებული დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად. საქართველო უერთება მსოფლიოს დიაბეტის დღისადმი მიძღვნილ ამ ინიციატივას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დიაბეტის მკურნალობას და ამ დაავადებასთან დაკავშირებულ საჯარო განათლების ამღლებას.

ზევით ^

UMCOR-ის დახმარების პაკეტები მზადაა განაწილებისათვის

UMCOR-ის პირველადი დახმარების პაკეტები მზადაა განაწილებისათვის

პირველი ლედი სანდრა რულოვსი ანაწილებს პირველადი დახმარების პაკეტებს

პირველი ლედი სანდრა რულოვსი ანაწილებს პირველადი დახმარების პაკეტებს

 

 

 


 



Embassy of the United States