Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

საელჩო საზღვაო ქვეითებს დაბადების დღეს საგანგებო მეჯლისზე ულოცავს

შაბათს, 4 ნოემბერს, საელჩოს თანამშრომლებმა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის ჯგუფმა საზღვაო ქვეითთა 231-ე იუბილე აღნიშნეს. ამ დღის აღსანიშნავად საზღვაო ქვეითებმა შერატონ მეტეხი პალასში მეჯლისი გამართეს, სადაც ტრადიციულად გაიჭრა ტორტი და საზეიმოდ წაიკითხეს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურის გენერალ ჰაგის და საზღვაო ქვეითთა მე-13-ე მეთაურის გენერალ ჯონ ლეჟუნის წერილები. სწორედ გენერალ ლეჟუნის ინიციატივით დამკვიდრდა საზღვაო ქვეითთა დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია.

მეჯლისზე 200 სტუმარი თავს იქცევდა სადილითა და ცეკვით. საზღვაო ქვეითთა მეჯლისი სასურველი გასართობი ღონისძიება გახდა როგორც თბილისის, ასევე სხვა ქვეყნების ამერიკის საელჩოს თანამშრომლებისათვის. მეჯლისის მთავარ ნაწილს წარმოადგენს იმ საზღვაო ქვეითთა მოხსენიება, რომლებიც დაიღუპნენ, დაიკარგნენ ან ტყვედ ჩავარდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ყოველ მეჯლისზე ცალკე დგას მაგიდა მათი ხსოვნის პატივსაცემად.

ზევით ^

საზღვაო ქვეითთა კორპუსის სერჟანტი რობერტ მოუტსი ჭრის საზეიმო  ტორტს

საზღვაო ქვეითთა კორპუსის სერჟანტი რობერტ მოუტსი ჭრის საზეიმო ტორტს

ელჩი ტეფტი და საელჩოს თანამშრომლები მარიკა ელიაშვილი, დალი ხომერიკი, ხატია ჯინჯიხაძე და ნინო ნანობაშვილი მეჯლისზე

ელჩი ტეფტი და საელჩოს თანამშრომლები მარიკა ელიაშვილი, დალი ხომერიკი, ხატია ჯინჯიხაძე და ნინო ნანობაშვილი მეჯლისზე.

საზღვაო ქვეითები და მათი მეუღლეები ფოტოს იღებენ

საზღვაო ქვეითები და მათი მეუღლეები ფოტოს იღებენ

 


 



Embassy of the United States