რონალდ ე. ბერგს აწინაურებენ
2006 წლის 1 ნომბერს აშშ საელჩოს საზღვაო ქვეითი ჯარების დაცვის ქვედანაყოფის წევრს დონალდ ე. ბერგს მიენიჭა სერჟანტის წოდება. სერჟანტი ბერგი საზღვაო ძალებში მსახურობს 2003 წლის 19 თებერვლიდან. იგი თბილისში ჩამოვიდა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს. წოდების მინიჭების ცერემონიალი შედგა აშშ საელჩოს ფოიეში, სადაც თავი მოიყარეს საელჩოს თანამშრომლებმა. ელჩმა ჯონ ტეფტმა ბერგი სერჟანტის სამხედრო წოდებაზე წარადგინა. სერჟანტ ბერგის დაწინაურება მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების დაცვის სამსახურში მის ერთგულ მუშაობას.
|