Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

აშშ საელჩო ორგანიზებას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე საგანმანათლებლო გამოფენას

2006 წლის 28 ოქტომბერს ელჩი ჯონ ტეფტი დაესწრო ამერკის შეერთებული შტატების მეხუთე საგანმათლებლო გამოფენის ოფიციალურ გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ აშშ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების საკონსულტაციო ცენტრი “კვალი”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიორგი ხუბუა, განათლების მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩინჩალაძე მიესალმნენ გამოფენის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს, რომ გააფართოვონ თავიანთი ცოდნა ამერიკის განათლების სისტემის შესახებ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აშშ-ში სწავლის შესახებ. გამოფენის განმავლობაში ორგანიზებული სემინარები მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს, რომლებიც საინტერესო იყო არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ მათი მშობლების, პროფესსორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისათვის. 2006 წლის საგანმანათლებლო გამოფენა მასპინძლობდა დისკუსიებს შემდეგ საკითხებზე: გამჭვირვალობა აშშ-ს აკადემიურ სფეროში, ეკონომიკის სფეროში სამაგისტრო სწავლების ამერიკული სტილი, სტუდენტური სესხების სხვადასხვა პროგრამები, ვიზები გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისათვის და ა. შ.


ზევით ^

სტუდენტები სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპოზიციასთან

სტუდენტები სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპოზიციასთან

ელჩი ტეფტი მიესალმება 2006 წლის საგანმანათლებლო გამოფენის მონაწილეებს

ელჩი ტეფტი მიესალმება 2006 წლის საგანმანათლებლო გამოფენის მონაწილეებს

სტუდენტები ირჩევენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მასალებს

სტუდენტები ირჩევენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მასალებს

კულტურის საკითხთა ასისტენტი სოფო ბზიშვილი და კვალის კონსულტანტი თამთა ქარჩავა აშშ საელჩოს ექსპოზიციასთან

კულტურის საკითხთა ასისტენტი სოფო ბზიშვილი და კვალის კონსულტანტი თამთა ქარჩავა აშშ საელჩოს ექსპოზიციასთან

 



Embassy of the United States