Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

ცნობილი ამერიკელი პიანისტი სტივენ სვიდიში სტუმრობს საქართველოს

შაბათს, 21 ოქტომბერს, ამერიკის საელჩომ საქართველოში უმასპინძლა ცნობილ ამერიკელი პიანისტს სტეფან სვედიშის კონცერს ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმში. კონცერტი და მის შემდეგ გამართული მიღება იყო დასკვნითი ღონისძიება ბატონი სვედიშის 5 დღიანი სტუმრობისა, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით გახლდათ.

გარდა თბილისისა ცნობილი პიანისტი ეწვია სოხუმსა და ბათუმს. ბატონმა სვედიშმა ჩაატარა ორი მასტერ კლასი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მასტერ კლასი და კონცერტი სოხუმის სამუსიკო სკოლაში და აგრეთვე ბათუმის კონსერვატორიაში. 150-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო მის კონცერტს ბათუმში, რომელიც დასრულდა უდიდესი ოვაციებით. ბატონმა სვედიშმა შეასრულა როგორც გერშვინისა და ბრუბეკის ნაწარმოებები ასევე ცნობილი ევროპელი კომპოზიტორების კომპოზიციები.

1996 წლიდან ბატონი სვედიში გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის კეთილი ნების ელჩი. თავისი 50 წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ბ-ნი სვედიში ცნობილია როგორც კამერული მუსიკის საერთაშორისო კლასის შემსრულებელი.

ბატონ სვედიშს დაცული აქვს დოქტორის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში. ის მუსიკალურ მოღვაწეობას ეწეოდა ობერლინის, ვისკონსინის, მერილენდის, და სხვა კონსერვატორიის ხელოვნების ფაკულტეტზე. ის აგრეთვე მოღვაწეობდა დალაბაკოს კონსერვატორიაში ვერონაში და საერთაშორისო ფესტვალებზე.


ზევით ^

პიანისტი სტეფან სვიდიში(მარცხნივ) მიმართავს მოწვეულ სტუმრებს ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმში

პიანისტი სტეფან სვიდიში(მარცხნივ) მიმართავს მოწვეულ სტუმრებს ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმში

ფორტებიანოს კლასის სტუდენტი ცოტნე ცოცხალაშვილი ესაუბრება სტეფან სვიდიშს თავის შესრულების შესახებ. ცოტნე კონსერვატორიის სტუდენტია, რომელმაც დაუკრა სვიდიშთან ერთად ელენე ახვლედიანის მუზეუმში 

ფორტებიანოს კლასის სტუდენტი ცოტნე ცოცხალაშვილი ესაუბრება სტეფან სვიდიშს თავის შესრულების შესახებ. ცოტნე კონსერვატორიის სტუდენტია, რომელმაც დაუკრა სვიდიშთან ერთად ელენე ახვლედიანის მუზეუმში

 

 

 


 



Embassy of the United States