Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

აშშ ელჩი ჯონ ტეფტი მხარს უჭერს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის

2006 წლის 24 ოქტომბერს აშშ ელჩი საქართვლოში ჯონ ტეფტი და საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ინაიშვილი მიესალმნენ საქართველოს პარლამენტში გამართული “ბიზნესის დღე პარლამენტში” ფორუმის მონაწილეებს. ეს ფორუმი USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (SME) პროექტის ნაწილია. ფორუმი ერთდღიანი ღონისძიება იყო, სადაც საქართველოს წამყვანი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს. ფორუმი იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

ღონისძიების მონაწილეებს მიეცათ საშუალება ემსჯელათ რეფორმებზე, სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, დაზღვევისა და მესამე მხარის პასუხისმგებლობაზე და კრედიტების საინფორმაციო ბიუროებზე. წარმოდგენილი ბიზნესასოციაციები თავისთავად აერთიანებენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ფორუმზე წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა უფლებების დაცვის ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში და ბევრი სხვა.

მისასალმებელ სიტყვაში ბატონმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკის რეფორმირებისას, მაგრამ ზრდისა და განვითარების შენარჩუნება კვლავ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის წარმატებული განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობაზე. ამ ორ სექტორს შორის დიალოგი ხელს უწყობს რეფორმის პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთას, ამძაფრებს საერთო შეხედულებებს, აძლიერებს ეფექტურობასა და მოქნილობას რაც უმნიშვნელოვანესია გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობისთვის”.

ზევით ^

ელჩი ტეფტი და პარლამენტის სპიკერის მოადგილე ჯემალ ინაიშვილი ესაუბრება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს

ელჩი ტეფტი ათვალიერებს ბიზნეს ასოციაციის საგამოფენო სტენდს

ელჩი ტეფტი ათვალიერებს ბიზნეს ასოციაციის საგამოფენო სტენდს

 

 

 


 



Embassy of the United States