Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

ნიუ-იორკის შტატის სგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი ენდრიუ ერისთავი საუბრობს ადგილობრივი მთავრობის შესახებ თელავსა და თბილისში

6 და 9 ოქტომბერს ნიუ-იორკის შტატის საგადასახადო-საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ენდრიუ ერისთავი ესაუბრა შეკრებილ აუდიტორიას თელავის ამერიკულ კუთხეში და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ენდრიუ ერისთავი არაგვის ერისთავთა ცნობილი დიდგვაროვანი შტოს წარმომადგენელია. მისი ოჯახი, რომლის ძირები თელავთანაა დაკავშირებული, 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პრეზენტაციების დროს ენდრიუ ერისთავმა ისაუბრა ადგილობრივი მთავრობის როლსა და ფუნქციებზე ქვეყნის დამოკრატიული განვითარების საქმეში და საქართველოში ახლახანს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე. ბატონმა ერისთავმა ეს საკითხები განიხილა იმ მდიდარი გამოცდილების ფონზე, რომელიც მან დააგროვა ნიუ-იორკის საქალაქო საბჭოს წევრის თანამდებობაზე მუშაობისას. როგორც ნიუ-იორკის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა, ისაუბრა აგრეთვე ქალაქ ნიუ- იორკის ბიუჯეტზე და მოსაკრებლების წილზე ბიუჯეტის შემადგენლობაში. ბატონმა ერისთავმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, რომ შექმნან სტუდენტური საბჭოები თუ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც თვალყურს ადევნებს ადგილობრივი მთავრობის მუშაობას. პრეზენტაციის ბოლოს ერისთავმა პასუხი გასცა კითხვებს ქალაქ ნიუ-იორკის მმართველობის შესახებ, აგრეთვე მისი პირადი აზრის შესახებ საქართველო-რუსეთის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოსთან მისი ნათესაური კავშირების შესახებ. ბატონი ერისთავის საქართველოში ვიზიტის მიზანია კონსულტაციების გაწევა ოფიციალური პირებისათვის.

ზევით ^

ბატონი ენდრუ ერისთავი ესაუბრება უნივერსიტეტის სტუდენტებს ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები ყურადღებით ისმენენ ბატონ ენდრუ ერისთავის პრეზენტაციას

საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები ყურადღებით ისმენენ ბატონ ენდრუ ერისთავის პრეზენტაციას

 

 

 


 



Embassy of the United States